საგარანტიო პირობები

კომპანია: შპს “ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია”

ს/კ: 443872588

მის: თბილისი, საქართველო

მობ: +995 595 91 01 18

 

თუ საქონელი აღმოაჩნდება ქარხნული წუნის მომხმარბელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი შეკეთება ან შეცვლა უსასყიდლოდ გარდა იმ შემთხვევისა როდესაც საქონლის წუნი გამოიწვია მყიდველის დაუდევრობამ ან ბუნებრივმა გარემოპირობებმა რომელიც არ იდენტიფიცირდება მწარმოებლის მიერ წუნდებულად.

გამყიდველი შპს “ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია” ვალდებულია მყიდველს უსასყიდლოდ შეუკეთოს საგარანტიო საქონელი ან შეუცვალოს ახლით. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში 30 კალენდარული დღე. გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი საქონელი არ იძებნება მარაგში და საჭიროებს იმპორტს ჩინეთიდან რა დროსაც გონივრულ ვადად განისაზღვრება 45 კალენდარული დღე.

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს შპს “ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) შპს “ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია” საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) შპს “ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია” მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის და მოითხოვოს გადახდილი თანხის ანაზღაურება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს სერვისით გაწეული ხარჯის და სახარჯი მასალის ანაზღაურება. (მაგ. ინსტალაცია, კაბელები, ტაისი და სხვა)

საქონელზე მოქმედებს როგორც კანონისმიერი, ასევე კომერციული გარანტია და მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს გარანტიით საგარანტიო პირობების შესაბამისად.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:

•          ნივთის შეცვლისას თუ მომხმარებლმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ  გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომელის გადაცემაც მოხდა.

•          ამოიწურა ტექნიკის კანონისმიერი და კომერციული  საგარანტიო ვადა;

•          მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;

•          საგარანტიო საბუთში წაშლილია ინფორმაცია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.

•          გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.

•          დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;

•          წუნი გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;

•          დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;

•          დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ.ენერგიის მიწოდებით;

•          წუნი გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით, ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით;

•          სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;

•          შეძენილი ტექნიკა იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის.